19 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
ტერაქტი ვენაში - ქალაქის ცენტრში სროლებია

საინფორმაციო სააგენტო "ბიბისის" ინფორმაცით, ვენის ცენტრში  ერთ-ერთ სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  ვენის ცენტრში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტით მგზავრობისგან.

ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.

ისმოდა სროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, ერთი კი გაქცეულია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთი სამართალდამცველია.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლომდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან და თავი აარიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

დღის ამბები