19 მაისი 2024,   09:24
ვრცლად
ტერაქტი ვენაში - ერთდროულად 6 სხვდასხვა ადგილზე გახსნილი ცეცხლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა

ვენაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ავსტრიის დედაქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია. ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე, მათ შორის ქალაქის მთავარ სინაგოგასთან ახლოს გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია. მომხდარი ავსტრიის კანცლერმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. 7 პირის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კონტროლი გამკაცრდა ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ სოციალურ ქსელებში არ გაავრცელონ თავდასხმის ამსახველი კადრები. სროლა ვენაში საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებამდე რამდნეიმე საათით ადრე მოხდა, რის გამოც ქალაქში საკმაოდ ხალხმრავლობა იყო. 

დღის ამბები