19 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ამერიკის შეერთებული შტატები 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში გაიხსნება. ამერიკის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის მოუწევთ.

ცნობილია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადრეული ხმის მიცემის პროცედურით 93 მილიონმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორსაც აირჩევენ. შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა არჩევნების დასრულებისას გახდება ცნობილი, თუმცა პრეზიდენტს საბოლოოდ 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტობისთვის კანდიდატმა კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა უნდა დააგროვოს.

დღის ამბები