19 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
ტერაქტი ვენაში - ერთ-ერთი თავდამსხმელი ე.წ "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყო კავშირში

4-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ვენაში. ავსტრიელი სამართალდამცველები უკვე ადასტურებენ, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელიც ე.წ "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყო კავშირში.

მასშტაბური სპეცოპერაცია და შეირაღებული პირების ძებნა ავსტრიის დედაქალაქში კვლავ მიმდინარეობს. კონტროლი გამკაცრდა ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე. 

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეიმარმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერის გადაწყვეტილებით, რომ ხვალ ვენაში სკოლაში დასწრება სავალდებულო აღარ იქნება. 

ტერაქტი ვენაში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის მოხდა. დაშავებულია 14 ადამიანი - რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე, მათ შორის ქალაქის მთავარ სინაგოგასთან ახლოს გახსნეს. ავსტრიის კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

დღის ამბები