19 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
აშშ-ში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა - პირველადი შედეგებით ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 223 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 136

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - შტატებში ყველა საარჩევნო უბანი დახურულად გამოცხადებას ელოდებიან, ხმის მიცემის პროცედურა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პირველადი შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენს ამჟამად საარჩევნო კოლეგიის 223 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 136. მეტოქეები სხვადასხვა შტატებში ლიდერობენ.

ამ დროის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე ათეულ შტატში იმარჯვებს - მათ შორის ალაბამაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ინდიანაში. დემოკრატი კანდიდატი კი ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-ჰემფშირში, როდ-აილენდსა და სხვა შტატებში ლიდერობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის კანდიდატმა 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ამერიკის მოქალაქეები პრეზიდენტთან ერთად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და სენატის 35 წევრს ირჩევენ.

ცნობილია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადრეული ხმის მიცემის პროცედურით 93 მილიონმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორსაც აირჩევენ.

დღის ამბები