09 სექტემბერი 2026,   09:35
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში აქციებისას დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში წუხანდელი აქციების დროს დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება.

გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე, მოძრაობა "შეცვალეს" და "სტრატეგია აღმაშენებელის" აქტივისტები დააკავეს.

სამართალდამცავები ბრალდებულებს პოლიციის დაუმორჩლებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავებიან.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან დაკავებულების ნათესავები და მხარდამჭერები.

"გუშინ დააკავეს ჩემი მეუღლე ლევან ქართველიშვილი და კიდევ ერთი ჩვენი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე. გადაიყვანეს "კაპეზეზე" და ახლა უკვე, როგორც ვიცი, სასამართლოში ჰყავთ მოყვანილი. "ანას ბაღის" აქტივისტა, პარალელურად ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრია,"- უთხრა "კურიერს" ლევან ქართველიშვილის მეუღლემ ანა ქართველიშვილმა.

"ყველა პოლიციელი, ძალადობრივი მეთოდებით, ჯერ გვაწვებოდნენ, ფარულად გვირტყამდნენ. ჩვენი მოძრაობის ორი წევრია ნაცემი პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან,"- აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ბექა პაპაშვილი.

"მე დამაკავეს პუტინის რუსეთის სტილში. დამაგდეს ძირს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაღაც მომენტში ცუდადაც გავხდი, იმიტომ, რომ იყო უჰაერობა. მერე ჩამტენეს პოლიციის მანქანაში, დამადეს გზაში ხელბორკილი და მეუბნებოდნენ, რომ დაუმორჩილებლობის გამო ვიყავი დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მომხსნეს ბორკილი, აღმოჩნდა, რომ დაკავებული არ ვყოფილვარ,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე.

 

 

დღის ამბები