19 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
264 ხმა ჯო ბაიდენს, 214 დონალდ ტრამპს - აშშ-ის ექვს შტატში ხმების დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ უცნობია. ხმების დათვლის პროცესი ექვს შტატში ამ დრომდე გრძელდება. ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

ბრძოლის ველი ახლა ოთხი მნიშვნელოვან შტატშია: პენსილვანია, ნევადა, არიზონა და ჯორჯია.

გამარჯვებისთვის 538 წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაა საჭირო. ბოლო პირველადი მონაცემებით, დემოკრატების კანდიდატს 264, დონალდ ტრამპს კი 214 ხმა აქვს. 

ჯო ბაიდენი ამერიკელებს ერთიანობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

"მკაცრი არჩევნების შემდეგ დაძაბულობა მაღალია. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიყოთ მომთმენი სანამ ბოლომდე არ მოხდება ხმების დათვლა. ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ნევადაში. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო კოლეგიის 300 ხმას მივიღებთ. ხმა 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტს ოდესმე მიუღია. მინდა მოგიწოდოთ რომ უკან მოვიტოვოთ ბრაზი და დემონიზაცია. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და პოლიტიკური დაპირისპირების დრო აღარ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპონენტები და არა მტრები,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ტრამპი კი არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს.

"ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა განაცხადოს გამარჯვების შესახებ. მეც შემიძლია იგივე გავაკეთო. სასამართლო პროცესები მხოლოდ ახლა იწყება," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პარალელურად, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ქუჩებში მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა. საპროტესტო აქციებზე გავიდნენ როგორც ჯო ბაიდენის, ასევე დონალდ ტრამპის მომხრეები. 

დღის ამბები