03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
პრეზიდენტმა ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

დელეგაციას ალიანსის ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ხელმძღვანელობს. შეხვედრის შემდეგ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების მიღება გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სახელმწიფო ჯილდოებით საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც დააჯილდოვა.

„ქართველი ხალხის არჩევანია გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

შეხვედრას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც მარგველაშვილს სიმბოლური საჩუქარი - ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დღის ამბები