ცესკოს ტერიტორიაზე წყლის ჭავლის კიდევ ორი მანქანა მივიდა.
ამ წუთებში მანქანებში, რომელიც წყლის ჭავლისთვის გამოიყენება, გამაფრთხილებელი სიგნალია ჩართული - სამართალდამცველები ატყობინებენ ადგილზე შეკრებილ პირებს, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებენ.
სავარაუდოდ, პოლიცია კვლავ წყლის ჭავლს გამოიყენებს.