03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა - რუსეთის საგარეო უწყების ყოველწლიური ანგარიში

„საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების არქონა, ოფიციალური თბილისის უარი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გაუქმებაზე, ასევე ქვეყნის მიერ შენარჩუნებული კურსი ევროკავშირთან და ნატოსთან მაქსიმალური ინტეგრაციისკენ, რჩება რუსეთ-საქართველოს შორის სრულფასოვანი კავშირის დამყარებისთვის შემაკავებელ ფაქტორად," - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა.

ურთიერთობებს შორის მთავარ მიღწევად კი დოკუმენტში ქართულ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნა, ავია მიმოსვლის განახლება და ქართველი სპორტსმენების მიერ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა სახელდება.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საგარეო უწყების ყოველწლიური ანგარიშის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

 

 

დღის ამბები