19 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება - რა დაპირებას იძლევა ილჰამ ალიევი

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება, აზერბაიჯანმა ქალაქი სტეფანაკერტი კვლავ დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. სომხური მედიის ცნობით, სტეფანაკერტი შორი რადიუსის კასეტური რაკეტების გამოყენებით დაბომბეს, მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

პარალელურად აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება "ოკუპაციისგან გაათავისუფლა". აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, მტერმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა.

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით რუსულ მედიასთან ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევი მზად არის მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს კულტურული ავტონომია მისცეს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე 4 კვირაა მიმდინარეობს, სამი მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებამ, ვერ მოახერხა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება.

დღის ამბები