19 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დღეიდან ე.წ. გარდამავალ პროცესს იწყებენ

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დღეიდან ე.წ. გარდამავალ პროცესს იწყებენ, რაც ინაუგურაციამდე ხელისუფლების გადასაბარებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის ვადაში მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება. ასევე ბაიდენის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი "კოვიდ-19"-ის პანდემიასთან გამკლავებაა, რისთვისაც ის დღეს 12 ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს. არჩევნებთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცახდება გაავრცელა შტატების პირველმა ლედიმ.

მელანია ტრამპი "ტვიტერში" წერს, რომ ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. უნდა მოხდეს ყველა ხმის დათვლა დემოკრატიის დაცვისთვის. მანამდე სი-ენ-ენმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავარცელა ინფორმაცია, რომ პირველმა ლედიმ პრეზიდენტს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები