09 სექტემბერი 2026,   10:57
ვრცლად
კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მესამე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმში 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევის მიზეზი უცნობია, ის პალატაში მარტო იმყოფებოდა. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა.

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მას მრავლობითი მოტეხილობები და მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, გადაუდებელი დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები