19 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ნაწილს აღარ დაითვლიან - სასამართლომ დონალდ ტრამპის, სარჩელი დააკმაყოფილა,

პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ნაწილს აღარ დაითვლიან. შტატის სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ფოსტით გაგზავნილი ის ბიულეტენები, რომლებიც ამომრჩევლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგენილ ვადაში ვერ დაამოწმეს. ასეთი ბიულეტენების რიცხვი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებზე გავლენას, დიდი ალბათობით, ვერ მოახდენს.

დღის ამბები