19 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
ერევანში ანტისამთავრობო აქციები დაკავებებით დასრულდა

ერევანში ანტისამთავრობო აქციები დაკავებებით დასრულდა. მომიტინგეები დემონსტრაციაზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 60-ზე მეტი მომიტინგე, მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერები.

მოგვიანებით დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაა. ოპოზიცია სომხეთის პრემიერის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

დღის ამბები