19 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე - 31 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნიკა ნარიმანიძეა

მკვლელობა თემქაზე - გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. 31 წლის პირს განზრახ მკვლელობას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, მან ცივი იარაღით ორ ახალგაზრდას დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ამის შემდეგ კი ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

დაკავებულია ასევე 21 წლის გოგო, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"კურიერის" ინფორმაციით სანამ ლევან შაბურიშვილი შველას ითხოვდა ნიკა ნარიმანიძე მის თანამზრახველთან ერთად შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს ანადგურებდა.

 

დღის ამბები