19 მაისი 2024,   09:24
ვრცლად
იტალიის სანაპირო დაცვამ 31 მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ კუნძულ ლამპედუზასთან 31 მიგრანტი გადაარჩინა. გადაბრუნებული გემი სანაპირო დაცვის ვერტმფრენიდან შეამჩნიეს, რის შემდეგაც სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ.

დაზიანებები მიიღო ორმა პირმა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იტალიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მიგრანტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები