19 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
კოლუმბიაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში წყალდიდობაა. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. საგანგებო რეაგირების ჯგუფებს უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები თავშესაფარში გადაჰყავთ. წყალდიდობამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა, ასევე ცენტრალური მაგისტრალები.

სინოპტიკოსები მომდევნო 30 დღის განმავლობაში ამინდის გაუმჯობესებას არ მოელიან. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ჩოკოსა და ატლანტიკოს პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ სახლებს ტოვებს და თავშესაფარში გადადის.

დღის ამბები