ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 65 წლის მამაკაცი კლინიკაში 8 ნოემბერს შეიყვანეს. ექიმ ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მამაკაცის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 77 კოვიდპაციენტი ჰყავთ, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფიცირებულთ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.