19 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
თურქეთში გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

კოვიდინფოცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა ესპანეთის მონარქი. ვაქცინაციის პროგრამისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი. ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ მაღალი რისკის მოქალაქეებს ვაქცინაცია აპრილამდე ჩაუტარდებათ. მისივე განმარტებით, ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.

გარდა ამისა, 15 დეკემბრიდან მგზავრებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ხანგრძლივობა 5 დღემდე შემცირდება ინგლისში ჩასული პირებისთვის. მონაცემებმა იკლო საფრანგეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში 28 სექტემბრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები