19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
აჭარაში გარდაცვლილი 8 კოვიდინფიცირებულიდან 3 რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა- გია კიკაბიძე

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, აჭარაში გარდაცვლილი 8 კოვიდინფიცირებულიდან 3 რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა შემოსვბლისთანავე მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

"გასული 24 საათის განმავლობაში 8 პაციენტია გარდაცვლილი აჭარაში - აქედან, 4 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ერთი ქობულეთის "ბომონდში" და სამი პაციენტი, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამივე პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე იყო მძიმე: აღენიშნებოდათ ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობდა ინტენსიური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მდგომარეობა არ გამოსწორდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"-განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები