19 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

მე-7 დღეა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება თურქეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 185 ადამიანი ემსხვერპლა.

შეზღუდვებს ახანგრძლივებს კანადა, სადაც ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა 21 იანვრამდე გაგრძელდება.

სახელმწიფოების ნაწილი კი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე გადადის. ლიბანში დღეიდან გაიხსნება რესტორნები და შემცირდება კომენდანტის საათის ხანგრძლივობა. თებერვლის შემდეგ პირველად სასწავლო პროცესი განახლდა ერაყის სკოლებში. მომდევნო კვირიდან კი საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები ნიუ-იორკის შტატშიც.

დღის ამბები