19 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
აშშ-ში მადლიერების დღის აღნიშვნის გამო კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდას ელოდებიან

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ.

კანადა მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს 21 იანვრამდე ახანგრძლივებს. შეერთებულ შტატებში პროგნოზირებენ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნის გამო კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამედიცინო სერვისების შემცირება გააპროტესტა ესპანეთში სამედიცინო პერსონალმა. მადრიდში ექიმებმა და ექთნებმა მსვლელობა მოაწყვეს.

მე-7 დღეა COVID -19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება თურქეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 185-ი ადამიანი ემსხვერპლა.

სახელმწიფოების ნაწილი კი, შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე გადადის. ლიბანში დღეიდან გაიხსნება რესტორნები და შემცირდება კომენდანტის საათის ხანგრძლივობა. თებერვლის შემდეგ პირველად სასწავლო პროცესი განახლდა ერაყის სკოლებში.

დღის ამბები