მესამე რაუნდის ჩატარებასა და კომპრომისულ შეთანხმებას ელოდებიან "ქართული ოცნებაშიც".
უმრავლესობაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ვადამდელი არჩევნების თემა არ განიხილება, თუმცა შესაძლოა, შეთანხმება სხვა მიმართულებებით მოხდეს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მესამე რაუნდი შესაძლოა ფასილიტატორი ელჩების შუამდგომლობით მალე გაიმართოს.
"ჩვენი ფასილიტატორი ელჩების შუამდგომლობით ახლო დღეებში მესამე ტურის გამართვის იმედი გვაქვს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოიკოტის რეჟიმის შეჩერება მოხდება. გვაქვს მოლოდინი, რომ ორმხრივი შეთანხმება შედგება და კომპრომისული ნაბიჯებიც გადაიდგმება,"- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.