17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
თუ გამოჩნდება, რომ შეზღუდვა სადღაც შესარბილებელია ან გასამკაცრებელი, ლოგიკურია, რაღაც შეიცვლება - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია და მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები შერბილდება.

მან "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საკოორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება და თუ მსგავსი საჭიროება გამოჩნდება, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"საკოორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება და მსჯელობს იმაზე, რა მდგომარეობა და მოცემულობაა. თუ გამოჩნდება, რომ შეზღუდვა სადღაც შესარბილებელია და სადღაც გასამკაცრებელია, ამას ჩემი თქმა რად უნდა, ლოგიკურია, რომ რაღაც შეიცვლება. თუმცა, ახლა მე არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს და არც მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიძლება შეიცვალოს,"-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

დღის ამბები