საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ იქნება საუბარი. განიხილება ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოება - მათ შორის, გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები.
ვირტუალურ შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვარშავიდან, პოლონელ კოლეგასთან ერთად დაესწრება.
ვარშავაში სამუშაო ვიზიტის დროს დაგეგმილია ასევე ოფიციალური შეხვედრები პოლონელ მაღალჩინოსნებთან.