NATO-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში -"NATO 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები", ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების შესახებაა საუბარი:
"NATO-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან"- ნათქვამია NATO-ს მომდევნო ათი წლის სტრატეგიის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს. ექსპერტების განცხადებით, რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებასა და მათი NATO-სკენ სვლის შეკავებას ცდილობს.