17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
თბილისის მერი პარტიებს საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნას მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან

თბილისის მერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მოახდინონ ქალაქში არსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

"მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ კედლებზე, ღობეებზე, იმიტომ რომ ვიზუალურად ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი," - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნული პროცესის მეთვალყურეობა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას ცესკო 3 დეკემბრის სხდომაზე გეგმავს.

დღის ამბები