17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
იუსტიციის სახლი პასუხობს კრიტიკას, რომელიც 25 ლარიანი ვაუჩერების სოციალურ პროექტს მოჰყვა

იუსტიციის სახლი წერილობითი განცხადებით პასუხობს იმ კრიტიკას, რომელიც მოჰყვა სოციალურ პროექტს - საუბარია იუსტიციის სახლსა და "გეფას" შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც 2016 წელს დაწყებული პროექტი საყოველთაო გახდა.

ბოლო 4 წელია სოციალურად დაუცველი ახალშობილები იღებენ 25 ლარიან ვაუჩერებს და ამ პროექტით უკვე ისარგებლა 15 ათასმა პირმა. ამიერიდან კი პროექტით "კეთილი იყოს შენი მობრძანება"- ისარგებლებს ყველა მშობელი.

კრიტიკაზე, რომელიც პროექტს სოციალურ ქსელში მოჰყვა, იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამს წუხილს, რომ ადამიანებისთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა.

"კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი "გეფასთან" ერთად გასცემს საჩუქრებს,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები