17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. 

"მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატოს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ" - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

Twitter-ის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.

"ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის  მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ზალკალიანმა.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.

დღის ამბები