17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ხმაური პარლამენტთან - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ხმაური პარლამენტთან - ამ წუთებში მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

მოძრაობის წევრებს, რომლებიც უკვე სამი დღეა 24 საათიან საპროტესტო რეჟიმში არიან, ადგილზე შეშის მიტანა სურდათ. მათ ამის საშუალება არ მისცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ ის არაფრის შეტანას არ ცდილობდა, პოლიციის თანამშრომელმა უმიზეზოდ გამოაგდო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

"უბრალოდ, შევედი, კარავთან წყლის დასალევად მივდიოდი, ჩემთვის ვიდექი, მომკიდა ხელი და გადმომაგდო, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი შემდეგ. მიზეზი არის აბსურდული, ელაპარაკნენ იურისტები, კონსტიტუციონალისტები და ეუბნებიან, არ შეგატანინებთ და მორჩა. ვერც ერთი განმარტება, ვერც ერთი ლეგიტიმური მიზეზი ვერ დაასახელეს, რატომ ერევიან ჩვენს კონსტიტუციურ უფლებაში,"-განაცხადა დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დღის ამბები