17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინისთვის პაკეტების განახლების შემდეგ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა

ნატოს მინისტერიალზე გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოსთვის უფრო მტკიცე მხარდაჭერას ეხება, აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მოკავშირეები უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გულწრფელად ესაუბრნენ.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნატოს მინისტერიალზე ასევე განიხილა ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამატებითი საკითხები. მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. სხვა დისკუსიების დროს ყურადღება გამახვილდა რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ნატო 2030-ის სამომავლო პერსპექტივაზე, ასევე ნატოსა და აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან საერთო კავშირებისა და ღირებულებების განმტკიცებაზე," - ნათქვამია აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმება მიღწეულია - ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება მოხერხდა. 

დღის ამბები