სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ნატოს მინისტერიალის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და საქართველოს ნატოში თანამშრომლობის გაღრმავებაში.
"საქართველო და უკრაინა ნატოს ახლო პარტნიორები არიან, რომელთაც აქტიურად შეაქვთ წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში. შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით შავი ზღვის რეგიონში. სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს ორივე ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავებაში.
ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახანს დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს. საქართველო და უკრაინა ნატოს უახლესი და ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გვეხმარება მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ," - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.