17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება - გიორგი გახარია

პრემირი-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთონ ტესტი. მისივე თქმით, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირების პროცესის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს, მოხდეს მათი იზოლაცია ან მკურნალობა.

"ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში.

ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში. ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება. ეს არის იმის გარდა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს.

ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი – შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გვქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვანი ცხოვრებით გავაგრძელოთ ცხოვრება", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები