17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან უკვე მე-4 დღეა აქციას მართავენ

საპროტესტო აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტის შენობასთანაც. სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე უკვე მე-4 დღეა 24 საათიან რეჟიმში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები აქაც უცვლელია. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას, დაწესებული შეზღუდვების ყველასთვის თანაბრად აღსრულებასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ. აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

"დღეს შუადღეს ვგეგმავთ აქციას, შემოგვიერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასე ყოველდღიურად გვექნება აქციები კონკრეტულ ლოკაციებზე. აქ ვაპირებთ დარჩენას იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.

დღის ამბები