"ქართული ოცნების" წევრი კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩატარდება.
კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ ის შეთანხმება იქნება მიღწეული, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
"ჩვენ გვექნება რამდენიმე დღეში მესამე რაუნდი და დიდ იმედს გამოვთქვამ რომ საბოლოოდ იქნება მიღწეული ის შეთანხმება რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას რომ ფასილიტატორი ელჩების ძალიან დიდი წვლილი და როლია ამ შეთანხმების მიღწევაში. როგორც 8 მარტის შეთანხმებაშიც იყო. დარწმუნებული ვარ რომ პარლამენტის ფორმატში გავავრცელებთ დებატებს, კამათს და საქმიანობას.
არის კონკრეტული შეთავაზებები, რომელზეც ვერ ვისაუბრებ ესაა დახურული შეხვედრის ფორმატი. დაველოდოთ, ყველასთვის გახდება ცნობილი, მაგრამ გავუსვათ ხაზი რომ არაა საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. ყველა პარტიას აქვს კომუნიკაცია არამხოლოდ ფასილიტატორ, არამედ სხვა ელჩებთანაც და რა თქმა უნდა ყველა წუხს განვითარებულ მოვლენებთან. გვესმის შესაბამისი მოწოდებები პირველ რიგში ოპოზიციის მიმართულებით, რომ გამოიყენონ ის მანდატები რომლებიც მიიღეს და დაუბრუნდნენ საპარლამენტო საქმიანობას," - განაცხადა კუჭავამ.