17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
2021 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი პანდემიასთან ბრძოლის გეგმას დაეთმობა - ოპოზიცია ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტზე, სადაც ცალკეა გამოყოფილი პანდემიასთან გამკლავებისათვის საჭირო თანხა.

მთავრობაში ამბობენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა მთავარი მიმართულება, რომელიც მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან დიდი წილი დაეთმობა კოვიდთან ბრძოლის გეგმას.

"ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურეობა და პროგრამების დაფინანსება პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე. უნდა შევარბილოთ პანდემიის ნეგატიური გავლენა მოსახლეობაზე და ქვეყანაზე,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი კორონავირუსის სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებები. 

ოპოზიცია ქვეყნის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უკვე აკრიტიკებს და სიღარიბის ბიუჯეტს უწოდებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გაზრდილი ხელფასები მხოლოდ ჩინოვნიკებზე იქნება ორიენტირებული.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანას უფრო მეტ ვალზე გაწირავს.

დღის ამბები