17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
"ლელოს" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ "ლელოს" ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები დასრულდა. ადგილზე ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი იმყოფებოდა. განხილვის თემა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა დისკუსიის და ცხარე კამათის ფონზე იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს რიგ საკითხებში განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მიუხედავად ამისა ალეკო ელისაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონსენსუსი შედგა და ოპოზიცია სრულ კოორდინაციაშია.

მათი თქმით, ისინი არიან  ერთიანნი და მზად არიან შეხვდნენ როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ასევე ელჩებს და საკუთარ პოზიციას სწორედ ამ შეხვედრაზე გააჟღერებენ.

დღის ამბები