დღეს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს, ამასთან, დაზუსტდება პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ. მან განცხადების გაკეთება ითხოვა, რა დროსაც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მოსყიდვით ჩატარდა, რის გამოც სხდომაში მონაწილეობას არ აპირებს.
"თქვენს მიერ ჩატარებული 2020 წლის არჩევნები იყო გაყალბებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, დაძალებით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ სიყალბით სავსე ოლქს ხელს მაინც მოაწერთ,"-განაცხადა დავით კირთაძემ.
სხდომა იმავე მიზეზით დატოვეს "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმაც. სულ, პროტესტის ნიშნად, სხდომას ოპოზიციის 3 წარმომადგენელი გამოეთიშა.