17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
NATO უკრაინასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის - მარია ზახაროვა 

მოსკოვი შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო აქტიურობით შეშფოთებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინაში ერთობლივ წვრთნებს რუსეთის წინააღმდეგ ატარებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში ახალი აქტორის გამოჩენა რეგიონის სტაბილურობას არღვევს და რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

​"მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო აქტიურობით. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს.

ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონულ  სტაბილურობას. ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის,"-განაცხადა ზახაროვამ.

დღის ამბები