17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობის პრობლემა ძალიან დიდი ხანია გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული - ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის გუნდი დაიშალა - არჩევნების ბოიკოტიდან ერთი თვის თავზე და პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, გუნდში აზრები ორად გაიყო.ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ კეთდება. მთავარი მტკიცებულება, რომლითაც ორად გაყოფილი პოზიციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გირჩის ფეისბუქის დახურული ჯგუფიდან გამოტანილი პოსტია, რომლის ავტორიც ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. პოსტში ნათქვამია, რომ არ აპირებს მიზეზებზე საუბარს და წინ გირჩის მთავარი ბრძოლაა.

"დღევანდელი ვითარება არის ძალიან სამწუხარო მით უმეტეს ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც ყველა ყურადღება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე - პოლიტიკურ კრიზისზე გადატანილი და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ამ საქმეში ყურადღება გადაგვაქვს, მაგრამ მე თქვენთან ერთად მართლა მინდა, რომ გავარკვიო რა ხდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანური ურთიერთობის პრობლემა ძალიან დიდი ხანია გვქონდა, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას. როგორ იქნება კოორდინაცია ჩვენი ამ კრიზისულ პერიოდში," - აცხადებს "გირჩის" წევრი ვახო მეგრელიშვილი.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში ერთიანი პოზიცია იყო და არ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ამ თემას უკავშირდებოდეს.

დღის ამბები