"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი გამორიცხავს, რომ პარტიაში მიმდინარე ცვლილებები ოპოზიციური მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში მუდმივად იყო, თუმცა ეს ამ პარტიისთვის ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ მიმდინარე პროცესი მისთვის მოულოდნელი იყო:
"გამოვრიცხავ რომ ეს ეხება ოპოზიციურ მოლაპარაკებებს, იმიტომ რომ გუშინ, ჯერ კიდევ ერთად ვისხედით მაგიდასთან მე ზურა და ვახო და ერთ პოზიციას ვიცავდით, არადა უკვე გუშინ ვიცოდით, რომ აქეთ მიდის. ასე რომ, მე ამას ვერ დავუკავშირებ. არასერიოზული იქნება, რომ იაგოს პოსტი იყოს ამასთან კავშირში, იმიტომ რომ თვითონ ზურამაც ორჯერ განაცხადა გუშინ და ზოგადად შინაარსსაც დაეთანხმა და პრობლემა ვერ იქნება. წყენებზე ვერ გამოვრიცხავ, მე პარტიაში დაახლოებით ნახევარი წელია რაც ვარ და ეს ნახევარი წელი ძალიან ბევრი დისკუსია გვქონია, მაგრამ ჩვენ ხომ გირჩი ვართ, აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია აქ ნორმალური მდგომარეობაა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, გირჩის რომელი ნაწილი დატოვებს პარტიას ზურაბ ჯაფარიძეზეა დამოკიდებული.
"ძირითადად, მასზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ მიზეზი არ ვიცით, შეიძლება ისეთი მიზეზი აქვს, რომ მეც გავყვე," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.