"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია, პარტიამ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება.
მდინარაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა წითელი ხაზია და არ განიხილება.
"მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის მნიშვნელობა ან არ აქვთ გააზრებული და ან არ იციან. ეს ხომ შეუძლებელია?! როდესაც კვირების განმავლობაში ვამბობთ - შეუძლებელია, პარტიამ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მისი ნების გარეშე, მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც ამომრჩევლის ნებასა და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ოპონენტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.