"გირჩში" მიმდინარე პროცესებს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზურაბ ჯაფარიძეს თანადგომას უცხადებს:
"გირჩი - სახელად პარტიას მე დავარქვი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი "ნათლიაც" გამოვედი.
"გირჩი" იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.
თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.
მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;
ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს...
მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს...
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას," - წერს გოგა ხაჩიძე.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პარტიის კიდევ ერთი დამფუძნებელი გიორგი მელაძე:
"დავაკვირდები "გირჩში" მიმდინარე მოვლენებს, გავერკვევი და მოგახსენებთ სრულ სიმართლეს "გირჩში" მიმდინარე მოვლენებზე!
P.S. როგორც იცით გირჩის დამფუძნებელი ვარ და შესაბამისად ბევრი რამე ვიცი იქ მიმდინარე ამბებზე, მისი დაარსების დღიდან," - დაწერა გიორგი მელაძემ ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.