03 ოქტომბერი 2024,   19:34
ვრცლად
სტუდენტების პროტესტი

თბილისის მერიასთან  ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს.

ახალგაზრდები მოითხოვენ, რომ სადგურის მშენებლობა არც კი დაიწყოს. მათ თბილისის მერი და მოადგილე შეხვდნენ და დაჰპირდნენ, რომ შექმნიან სამუშაო ჯგუფს ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებისთვის.

დავით ნარმანიას თქმით ეს ტერიტორია სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის 15 ოქტომბერს მილიონ ლარად ფიზიკურ პირ გია ელიზბარაშვილს მიჰყიდა და მყიდველს მილიონ ნახევარი ლარის ინვესტირების ვალდებულებაც დაეკისრა.

„გაზგასამართ სადგურსა და მაღლივ კორპუს შორის არის საკმაოდ დიდი სივრცე, სადაც ჩვენ ახალგაზრდული ცენტრის გაკეთების პროექტი გვაქვს და ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ ამ პროექტის გადმოცემასთან დაკავშირებით და პროექტის განხორციელება უკვე დაიწყება. ამიტომ ჩვენ აქ არსებით საფრთხეს ვერ ვხდავთ,“ - ამბობს დავით ნარმანია.

მისი თქმით, შეთანხმება მოხდა სტუდენტებთან, რომ დამატებითი შეხვედრები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ.   

აქციის ორგანიზატორი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ  „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის, ჯერ სამუშაო ჯგუფის პირობებში და, თუკი აქედან შედეგი არ დაიდო, გავმართავთ პერმანენტულ აქციებსაც და საერთოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.  

დღის ამბები