პარტიაში სიტუაციის დარეგულირების ყველაზე იდეალურ სცენარს ვხედავ, როდესაც არ მექნება ზურა ჯაფარიძესთან ურთიერთობის საჭიროება - ამის შესახებ "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.
მიუხედხავად იმისა, რომ ორივე ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია. ის აღნიშნავს, რომ მას, "გირჩიდან" ვერავინ გარიცხავს, ვინაიდან მსგავსი მექანიზმი პარტიაში არ არსებობს.
"როდესაც მე არ მექნება ზურა ჯაფარიძესთან ურთიერთობის საჭიროება. შესაძლებელია ეს ერთ პარტიაში მოხერხდეს, ბევრად ცივილური ფორმით. არსებობს "რესპუბლიკური" პარტია ამერიკაში, სადაც უამრავი ადამიანი, ჯგუფები არსებობენ და იქ, თანაცხოვრობენ. რა თქმა უნდა, მე პარტიაში დავრჩები. ჩემი გარიცხვა პარტიიდან შეუძლებელია იმიტომ, რომ ამის იურიდიული მექანიზმი არ არსებობს, ჯერჯერობით, არ შეგვიქმნია პარტიაში, უნდა შევქმნათ. ჩვენ არავინ არ გაგვირიცხია აქამდე," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.