17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"გირჩის" იდეას არაფერი არ დაემართება, შეიძლება სხვადასხვა სახელები დაერქვას - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩშიშიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საჯარო დისკუსია გრძელდება. "გირჩი მე ვარ"- ამბობენ დაპირისპირებული ლიდერები, რომელთა გზებიც გაიყო, თუმცა, პარტიიდან წასვლას არცერთი არ აპირებს. ვინ უნდა დარჩეს და ვინ წავა, ამას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები - დაწერა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ზურა ჯაფარიძემ. ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაპირისპირება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება. თავის მხრივ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილიც აცხადებს, რომ "გირჩს", როგორც იდეას, არაფერი დაემართება და უბრალოდ შეიძლება სხვადასხვა სახელები დაერქვას:

"გირჩი" არის საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანების კრებული, რომელიც ხან ეკლესიაში გამოიხატება, ხან პარტიაში გამოიხატება, ვიდრე ეს იდეა არსებობს, "გირჩს" არაფერი არ დაემართება და შესაბამისად, ვიდრე ის ადამიანები არსებობენ, ვინც ამ იდეას ატარებს, არაფერი არ დაემართება, შეიძლება სხვადასხვა სახელები დაერქვას. ჩვენ გაურკვევლობა გვაქვს პარტიაში და გვჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ერთმანეთში დავილაპარაკოთ, დავლაგდეთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შიდა პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთ. მე რომ თქვენ გითხრათ, რომ ზურა ჯაფარიძე რაღაცას ითხოვდა, მაშინ თქვენ მიუდგებით, რომ ის მართლა ითხოვდა, მე არ მჯერა, რომ ზურა ჯაფარიძე მე მთხოვდა მარიხუანისთვის თავის დანებებას," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

დღის ამბები