მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები ელჩებს წერილობით გადასცა, ლიდერები კონსულტაციისთვის დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. დაახლოებით ორ საათში პოლიტიკოსები "ლეიბორისტების" ოფისში შეხვდებიან ერთმანეთს.
ოპოზიცია, წარდგენილ წინადადებებზე "ქართული ოცნებისგან" პასუხს ორშაბათამდე ელოდება. დამატებითი დეტალები კი დიალოგის მესამე რაუნდზე უნდა გაირკვეს.
"რაც შეეხება ახალ კონტურებს ეს არის უფრო გაიზარდოს ის სივრცე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადმოდგას ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობისკენ. მე არ შემიძლია მეტი დეტალების თქმა პუნქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის კარგად გაწერილი სამართლებრივად, თუ რა უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანას ახალი არჩევნები ჰქონდეს. ჩვენი მოთხოვნა რჩება იგივე," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.