17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გამორიცხულია მეტნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას რაიმე პოზიციის შეცვლა აიძულოს - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები დიდი პარტიების გავლენის ქვეშ მოექცნენ. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ყველა პარტია თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და ეს წინადადებები არის გამართულად ჩამოყალიბებული.

ყველა პარტიას აქვს თავისი აზრი. არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა," - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტია სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ვინც გადაწყვეტილებებს იღებს იმას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინტერესი ყოველთვის პირად ინტერესზე მაღლა უნდა დადგეს. ეკა ბესელია ასევე აცხადებს, რომ არაფერ არ აქვს ის პოლიტიკური წინა და იმხელა ალტერნატივის ძალა, რომ გადაწონოს პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება.

დღის ამბები