17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
გუშინ გახმოვანდა მოსაზრებები პლებისციტთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია, არ ვემხრობი - ნინო ბურჯანაძე

"ლეიბორისტების" ოფისში ამ დრომდე არ გამოჩენილა ზურა გირჩი ჯაფარიძე, სადაც საერთო გეგმებზე მსჯელობისთვის ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. საათზე მეტია პოლიტიკოსები კონსულტაციებს მართავენ. 

"ფასილიტატორი ელჩების თხოვნით წინადადებები, რომელიც ჩვენ გუშინ წერილობით წარვადგინეთ, თხოვნა არის, რომ არ გასაჯაროვდეს. ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ, მაგრამ ბუნებრივია ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდი ხანი ვერ გაიწელება. ვითხოვთ ანალოგიურად წერილობით პასუხს "ქართული ოცნებისგან," - განაცხადა  "ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები კომპრომისულია.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიციაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. 

"მე პირადად, მაქვს უფრო მკვეთრი პოზიცია და მიმაჩნდა, რომ საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა. ასევე, გუშინ გახმოვანდა პლებისციტთან დაკავშირებით მოსაზრებები, მე ესეც ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია. არ ვემხრობი პლებისციტს," - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღის ამბები